13+2 კითხვა იესპერ ბლექთან!

in English
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგს დავამატო ახალი რუბრიკა, 13+2 კითხვა ადამიანებთან. ამ რუბრიკის რესპოდენტები იქნებიან როგორც ცნობილი ადამიანები, ისევე უბრალოდ წარმატებული ახალგაზრდები. ვცდილობ მაქსიმალურად საინტერესო და განსხვავებული კითხვები შემოგთავაზოთ. პირველ რესპოდენტად ავირჩიე 2016 წლის საქართველოს მეექვსმილიონე ტურისტი იესპერ ბლექი, რომელიც უბრალო, გულახდილი და შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჯესპერი ნაწილობრივ ჩემი კოლეგაა, ის დაკავებულია ვლოგინგით(ვიდეო ბლოგინგი). Continue reading

ადამიანების 5 ტიპი, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაშენდნენ!

1. ამ ადამიანების კატეგორიაში პირველ ადგილს დაიკავებს აუცილებლად მატყუარა ადამიანები, ის ადამიანები რომლებიც საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომლებიც სხვებს ატყუებენ იმდენად დამაჯერებლად რომ შემდეგ თვითონაც სჯერათ და ცხოვრობენ ისე თითქოს ეს ყველაფერი რეალურია. ამ ადამიანების კატეგორიაში შეიძლება შევიდნენ ის გოგონები რომლებიც ვალენტინობის დღეს სოციალურ ქსელებში საკუთარ ან მშობლის ნაყიდ ყვავილებს და საჩუქრებს გამოაქვეყნებენ სათაურით “ჩემი სიყვარულისგან”. ან ის მამაკაცები რომლებიც ბლატაობენ საკუთარი სექსუალური აქტების რაოდენობით. ეს ყველაფერი ჰგავს მონადირის მონაყოლ ზღაპრულ თავგადასავლებს, რომლისაც შემდეგ მონადირესაც სჯერა.
Continue reading

და მაინც რა სურთ ქალებს?

ბანალურ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ყველა ქალი ელოდება, ყველამ იცის რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს, არც იმასთან მიახლოებული როგორიც მათ სურთ, მაგრამ მაინც სურთ და იწუნებენ ყველას.

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალების ძალიან ბევრი კატეგორია არსებობს. ალბათ დედამიწაზე რამდენი ქალიც არის იმდენივე კატეგორიაა, რადგან ყველა ქალი ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავდება და ერთმანეთში განსხვავებას რომ ვერ პოულობენ იქ იწყება უკვე მტრობა. Continue reading

ანას უყვარდა… – გახშირებულ სუიციდზე

ჩემი კლასელი და მეგობარი ანა, გუშინ გაფრინდა. გაფრინდა იქ, სადაც აუცილებლად ყველა გავფრინდებით.

მან საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ანა 18 წლის იყო როცა შეუყვარდა. მას ჩვენი სკოლელი ლევანი შეუყვარდა. ზოგადად ანა, აქტიურობითა და პოპულარობით არც სკოლაში და არც მის გარეთ არ გამოირჩეოდა, იყო ერთი ჩაკეტილი გოგონა, რომელიც სულ ფიქრობდა. სულ ოცნებობდა. მას ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა პატარა ოჯახი, 2 ბიჭი და ერთი გოგონა. 18 წლის ასაკში, როცა სიყვარულის ძიებაში იყო, უკვე მოფიქრებული ჰქონდა შვილების სახელები და უკვე წარმოედგინა ისინი. Continue reading

შენ არ დაგიმსახურებია ვიზალიბერალიზაცია!

553 მომხრე და 66 წინააღმდეგი – გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის კენჭისყრას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, დადებით კომენტარებთან ერთად ბევრი უარყოფითი და ვფიქრობ, რომ სამართლიანი კომენტარებიც იყო და იმდენმა უარყოფითმა გაიჟღერა წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ აღარ მოგვცემენ მეთქი, მაგრამ რეალური სურათი შეიცვალა და შედეგი ყველამ ვნახეთ. არ დაგიმალავთ და გამიხარდა კიდეც, თუმცა გამიხარდა ის, რომ ევროპარლამენტმა ნდობა გამოგვიცხადა ქართველებს, თუმცა დაუმსახურებლად. Continue reading

მაშინ, როდესაც მამა მერქვა…

20 წლის ვიყავი როცა ნიაკომ პირველად მამა დამიძახა.

ამის გაგონებაზე, წამიერად ყელში ბურთი გამეჩხირა, თვალზე ცრემლი მომადგა და ბედნიერებისგან ვერც ვიყვირე და ვერც სიტყვა ამომხდა პირიდან. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი წამი.

>ნია როცა დაიბადა მე 19 წლის ვიყავი, სრულიად მოუმზადებელი მამობისთვის. Continue reading

რას ნიშნავს იყო ნამდვილი თბილისელი?

რას ნიშნავს იყო ნამდვილი თბილისელი? თბილისში ამ თემაზე საუბარი პერიოდულად ღვივდება, კამათი ძირითადად იმართება ახალ ჩამოსულსა და დაახლოოებით 10-12 წლის ჩამოსულებს შორის. ბჭობენ, კამათობენ, სხვასაც დაეკითხებიან თუმცა საბოლოო პასუხამდე მაინც ვერ მიდიან, რადგან ჩემი აზრით თბილისელობის მნიშვნელობა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარია, რადგან ყველა დროს სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. Continue reading